აშშ-მა ბელარუსის 8 მოქალაქეს და 11 კომპანიას სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელარუსის 8 მოქალაქეს და 11 კომპანიას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სანქციები შეეხო ბელარუსის წითელი ჯვრის გენერალურ მდივანს დიმიტრი შევცოვს, ასევე ბიზნესმენებს ალექსანდრ შაკუტინს, პაველ ტოპუზიდისს და ვიქტორ პეტროვიჩს.
ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ სანქციები დაკავშირებულია „ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან“, რაც ხელს უწყობს პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ოჯახის გამდიდრებას და ასევე ში რუსული სამხედრო აგრესიის მხარდაჭერას.