აშშ-მა ახალი სანქციები დააწესა ირანის ნავთობით ვაჭრობაზე

Reuters-ის სააგენტოს ცნობით, -ის ფინანსთა სამინისტრომ დააწესა ახალი სანქციები, რომელიც ეხება სავაჭრო ქსელს, რომელიც ერაყის ნავთობად შენიღბულ ირანის ნავთობს კონტრაბანდისტული გზებით ავრცელებს, ასევე საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებსაც ჰეზბოლა აკონტროლებს.
კომპანიების ქსელი, რომელსაც ერაყელი ბიზნესმენი, აჰმედ საიდი აკონტროლებს, მილიარდობით დოლარის საფასურის ირანის ნავთობს, რომელიც ერაყი ნავთობად იყო შენიღბული, ან მასთან შერეული, სულ მცირე 2020 წლის შემდეგ ყიდულობდა და შემდეგ ჰყიდდნენ. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის თქმით:
„სამინისტრო გააგრძელებს თეირანის შემოსავლის წყაროების დევნას და გააძლიერებს ეკონომიკურ ზეწოდას, რათა წაართვას მას ფინანსური რესურსები, რომლებიც მადესტაბილიზებელ საქმანობას ხმარდება“.
ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირსა და ჰეზბოლას კონტროლის ქვეშ მყოფ საფინანსო ორგანიზაცია „ალ-ყარდ ალ-ჰასანთან“ დაკავშირებულ ერთი ფირმას. დეპარტამენტის თქმით, ამ პირებმა მილიონობით დოლარის ფარული ტრანზაქციები განახორციელეს, რისი მეშვეობით ახეირეს ჰეზბოლა.
ფორუმი