აშშ-მა ამოწურა უკრაინის დახმარებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტი – ჯონ კირბი

შეერთებულ შტატებს უკრაინის ახალი სამხედრო დახმარებისათვის ჯერჯერობით ბიუჯეტი არ აქვს, – ამის შესახებ -ის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა მ 3 იანვარს განაცხადა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
“ახალი წლის დადგომამდე და შობის შემდეგ ჩვენ უკვე გადავეცით ს დახმარების ბოლო პაკეტი, რომლისთვისაც სახსრები გვქონდა. და ეს დახმარება რომ გავაგრძელოთ, ამისთვის კონგრესის თანხმობა გვჭირდება“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
დეკემბრის ბოლოს აშშ-ის მთავრობამ, პრეზიდენტ ს უფლებამოსილების ფარგლებში, უკრაინას გამოუყო 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც ასევე მოიცავს საბრძოლო მასალას მაღალი მობილურობის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარ HIMARS MLRS-ისა და NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესმენებს შესთავაზა ეროვნული უსაფრთხოების ცალკე პაკეტი, რომლის ღირებულება 106 მილიარდ დოლარზე მეტია. პაკეტი გულისხმობს ასევე 61 მილიარდი დოლარის დახმარებას სთვის. მაგრამ დოკუმენტს არ დაეთანხმნენ რესპუბლიკელები, რომელთაც სურთ, კანონპროექტში შეიტანონ აშშ-მექსიკის საზღვარზე სასაზღვრო და მიგრაციის ზომების გაძლიერება.
საერთო ჯამში, უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა კიევს 44,2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღი და ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა.