მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო X-ზე წერს.
ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ირანის ყოფილი შაჰის შვილმა, რეზა ფეჰლევიმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანში დაბრუნებისთვის ემზადება. ფეჰლევიმ ირანის მოსახლეობას მოუწოდა, რომ დემონსტრაციებს შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები 28 დეკემბერს დაიწყო. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 62 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 48 დემონსტრანტი და უსაფრთხოების ძალების 14 თანამშრომელი.