აშშ მალე გამოაცხადებს ტარიფებს ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტზე – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, მალე გამოაცხადებს ტარიფებს ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტზე.
ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ შეერთებული შტატები აღარ აწარმოებს საკუთარ ფარმაცევტულ პროდუქციას.
„ჩვენ მალე გამოვაცხადებთ ფარმაცევტულ პროდუქტებზე მნიშვნელოვან ტარიფს“,- განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ეს ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებას შეერთებულ შტატებში დააბრუნებს.
ამასთან, ტრამპმა დაადანაშაულა ჩინეთი ვალუტით მანიპულირებაში აშშ-ის ტარიფების გავლენის შესამცირებლად.
„ჩინეთი იხდის 104%-იან ტარიფს. წარმოიდგინეთ, 104%. ახლა ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მათ ჩვენ დაგვაკისრეს ბევრ საქონელზე 100%, 125%, ბევრმა ქვეყანამ. ისინი ჩვენ გვძარცვავდნენ, მაგრამ ახლა ჩვენი ჯერია, რომ გავძარცვოთ. ეს კარგია. უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი დღეს მანიპულირებენ თავიანთი ვალუტით. თამაში ასე არ უნდა ითამაშონ. ეს ჩვენთვის ძალიან რთულს ხდის ყველაფერს, მაგრამ საბოლოოდ ეს არ არის კარგი, რადგან მათ ნავთობი უნდა იყიდონ. ხედავთ, ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება. ჩვენ ვიღებთ 104% ტარიფს. ამიტომაც, ჩინურ საქონელზე დამატებითი ტარიფები ძალაში შევა დღეიდან. ისინი ჩვენთან გარიგებას ვიდრე არ დადებენ, ასე იქნება. ვფიქრობ, ისინი ოდესმე დადებენ გარიგებას. ვფიქრობ, ჩინეთის სურს გარიგების დადება, მართლა სურთ, უბრალოდ არ იციან, როგორ დაიწყონ“,- განაცხადა ტრამპმა.
1tv.ge