აშშ კიევს მოსთხოვს ინფორმაციას კურსკის ოლქში იერიშის შესახებ

შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა სგან განმარტებები მოეთხოვა კურსკის ოლქზე იერიშის თაობაზე. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა მ განაცხადა ბრიფინგზე.
კირბიმ დასძინა, რომ არაფერი შეცვლილა -ის პოლიტიკაში უკრაინის შეტევებთან დაკავშირებით ს ტერიტორიაზე: ვაშინგტონი უშვებს დარტყმებს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის კიევს.
თავის მხრივ, ევროკომისიის წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პეტერ სტანომ განაცხადა, რომ ს აქვს კანონიერი უფლება დაიცვას საკუთარი თავი, მათ შორის აგრესორზე დარტყმით მის ტერიტორიაზე.
უკრაინის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი კურსკის რეგიონზე თავდასხმის შესახებ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარული ნაწილები 6 აგვისტოს შეიჭრნენ კურსკის ოლქის სუჯის რაიონში. სააგენტოს ბოლო შეფასებით, უკრაინას კურსკის ოლქის ტერიტორიის 350 კვადრატული კილომეტრი აქვს დაკავებული.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხელში ჩაიგდეს სუჯის გაზის გამზომი სადგური, რომლითაც ხდება ევროპაში გაზის ტრანზიტი უკრაინის ტერიტორიის გავლით. ამ მონაცემების ოფიციალური დადასტურება არ მოიპოვება.
მედია სუჯის რაიონის ხუთი მცხოვრების დაღუპვის შესახებ წერს. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაბომბვის შედეგად დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრას „მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა და მთავრობას მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარების გაწევა დაავალა.
კურსკის ოლქის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”