აშშ კიდევ ერთ სისტემა “პატრიოტს” გადასცემს უკრაინას -NYT

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის კიდევ ერთი სარაკეტო სისტემის „პატრიოტის“ გადაცემის საკითხი დაამტკიცა. ამის შესახებ, თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, გამოცემა New York Times-ი იუწყება.

ანგარიშის თანახმად, გადაწყვეტილება მაღალი დონის შეხვედრებისა და შიდა დებატების სერიის შემდეგ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირას მიიღო. დებატები შეეხებოდა იმას, თუ როგორ შეიძლება დააკმაყოფილონ საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას -ის საბრძოლო მზადყოფნას.

აშშ-ი ახალ, რიგით მეორე სარაკეტო სისტემა „პატრიოტს“ ს გაუგზავნის პოლონეთიდან, სადაც ეს იარაღი იცავს ამერიკულ ჯარებს, რომლებიც როტაციის შემდეგ დაბრუნდებიან შეერთებულ შტატებში.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, უკრაინაში სისტემა შეიძლება განლაგდეს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც საჭირო ექსპლუატაციისა და მოდიფიკაციის მოთხოვნებზე იქნება დამოკიდებული.

აშშ-ს ადმინისტრაციას ასეთი გადაწყვეტილება ოფიციალურად არ გამოუცხადებია.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ გერმანიაც მალე მიაწვდის უკრაინას მესამე სისტემა “პატრიოტს”. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 11 ივნისს ბერლინში, უკრაინის რეკონსტრუქციის თაობაზე საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.
შოლცმა კონფერენციის ყველა მონაწილეს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ გერმანიის ინიციატივას “ყველა შესაძლებლობით” უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ.

უკრაინის აღდგენის კონფერენცია (URC2024) 11-12 ივნისს ბერლინში იმართება.
ღონისძიების მთავარი მიზანი, ომით დაზარალებული უკრაინის ქალაქების აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა.