აშშ „კატაიბ ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაურის მოკვლის შესახებ იტყობინება

აშშ-ის ცნობით, ერაყში განხორციელებული ოპერაციის შედეგად, მოკლულია ირანთან დაახლოებული დაჯგუფების, „კატაიბ ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური, იტყობინება „როიტერსი“.
„ამერიკულმა ძალებმა განახორციელეს ოპერაცია ერაყში, ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის საპასუხოდ. მოკლულია “კატაიბ ჰეზბოლას” მეთაური, რომელიც პირდაპირაა პასუხისმგებელი რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმების დაგეგმვა-მონაწილეობაში“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
ოფიციალურად, მოკლული მეთაურის ვინაობა არაა ცნობილი, თუმცა „როიტერსის“ ანონიმური წყაროები ამბობენ, რომ მოკლეს აბუ ბაქირ ალ-საადი, დედაქალაქ ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში. მანქანა, რომელშიც ის იმყოფებოდა, დრონიდან დაბომბეს.
მას შემდეგ, რაც იანვარში ახლო აღმოსავლეთში სამი ამერიკელი სამხედრო მოკლეს, -მ საპასუხო ზომების მიღება დააანონსა. ვაშინგტონში ამბობდნენ, რომ იმ თავდასხმას „კატაიბ ჰეზბოლას“ ნაკვალევი ჰქონდა. ამ დაჯგუფებამ მოგვიანებით განაცხადა, რომ აჩერებდა სამხედრო ოპერაციებს ამერიკის წინააღმდეგ.
გარეკანის ფოტო: © Associated Press

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!

გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ გიორგი შანიძის შეწყალებაზე – აბსოლუტურად სწორია და დარწმუნებული ვარ, ყველა პატრიოტი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ ყველა გათავისუფლდება