აშშ-ის 10%-იანმა ტარიფმა, შეიძლება, მეტი შესაძლებლობა გაუჩინოს ქართულ ღვინოს – მარიამ ქოიავა

SavvY-ის მმართველი პარტნიორი მარიამ ქოიავა ფიქრობს, რომ -ის მიერ საქართველოდან იმპორტზე დაწესებული 10%-იანი ტარიფი ქართველი ღვინის მწარმოებლებზე ნეგატიურად არ აისახება. როგორც მან გადაცემა “საქმიან დილას” რუბრიკაში “ბიზნესი 360 გრადუსით” ღვინის ინდუსტრიის მიმოხილვისას ახსენა, ამან პირიქით, შესაძლოა, მეტი შესაძლებლობები გაუჩინოს ქართულ ღვინოს.
„არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორი ქართული ღვინისთვის ამერიკის ბაზარზე. არგუმენტი ამის არის ის, რომ ამერიკაში საქართველოდან ისედაც ძვირად ღირებული ღვინო გადის, ანუ სეგმენტი საკმაოდ მაღალია. ამიტომაც ჩვენ ნაკლებად სავარაუდოდ მიგვაჩნია, რომ ეს ტარიფი მნიშვნელოვნად ნეგატიურად იმოქმედებს. განსაკუთრებით თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს. ამან პირიქით, შესაძლოა, მეტი შესაძლებლობა გაუჩინოს ქართულ ღვინოს“, – აღნიშნა მარიამ ქოიავამ.
ცნობისთვის, ს გადაწყვეტილებით, 180-ზე მეტ ქვეყანას ახალი საიმპორტო ტარიფები დაუწესდა. მათ შორის მოხვდა საქართველოც 10%-იანი ტარიფით. ეს არ ეხება ყველა პროდუქტს. მაგალითად, ფეროშენადნობებს, რომელიც საქართველოს აშშ-ში ყველაზე მსხვილი საექსპორტო საქონელია. თუმცა, ახალი ტარიფი შეეხება ღვინოს, რომელიც საქართველოდან ამერიკაში ექსპორტის რეიტინგში მესამე ადგილზეა.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ამერიკაში ღვინის ექსპორტი თითქმის ორჯერ გაიზარდა და 1,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (193 785 ლიტრი). გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ღვინის ექსპორტის მოცულობა 617 880 აშშ დოლარის 101 796 ლიტრი იყო.
გასულ წელს ჯამურად კი, ამერიკაში 7,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1 200 693 ლიტრი ღვინო გავიტანეთ, რაც 2023 წლის ჯამურ მაჩვენებელზე დაახლოებით 2 მლნ აშშ დოლარამდე მეტია.