-ის ჰელსინკის კომისია BBC-ის სტატიაზე დაყრდნობით აშშ-ის მთავრობას მიმართავს

აშშ-ის ჰელსინკის კომისია BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას განცხადებით ეხმაურება და -ის მთავრობას ინფორმაციის გადამოწმებისა და პასუხისმგებელ პირებზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს:
“ბოლოდროინდელი დასკვნები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ძალიან შემაშფოთებელია. ამ ქიმიურმა თავდასხმებმა მსხვერპლს დამწვრობა და ჯანმრთელობის ხანგრძლივი გართულებები დაუტოვა, რაც ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებების დარღვევაა, რომელთა შესრულებაც საქართველოს ხელისუფლებას ევალება. ასეთი საქციელი „ქართულ ოცნებას“ სა და ჩინეთის კორუმპირებულ მმართველებთან ალიანსში აყენებს, რომლებსაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და არაფრის წინაშე არ გაჩერდებიან ხელისუფლებაში ყოფნის შესანარჩუნებლად. მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობასა და ჩვენს დემოკრატ მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და შესაბამისი სანქციები დააწესონ პასუხისმგებელ პირებზე. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს კონგრესში, მიიღონ MEGOBARI აქტი, ორპარტიული კანონმდებლობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს მისცემს ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად.” – განცხადების ავტორები არიან
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი როჯერ უიკერი, თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი და რანგით წევრები სენატორი შელდონ უაითჰაუსი და სტივ კოენი არიან. მათ განცხადება გამოაქვეყნეს იმ სანდო მტკიცებულებების საპასუხოდ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი” | ნათქვამია განცხადებაში
1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო ფილმი, სადაც ნათქვამია, რომ ოცნებამ პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი, აკრძალული “კამიტი” გამოიყენა