აშშ-ის ჰელსინკის კომისია 10 სექტემბერს მოსმენას სახელწოდებით – “პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ გამართავს

ჰელსინკის კომისია 10 სექტემბერს მოსმენას „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ გამართავს, – ამის შესახებ განცხადებას -ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

„საქართველო ერთ დროს აშშ-ის მთავარი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას ს ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მეტოქეებთან ურთიერთობებს აღრმავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინსტიტუტები დაასუსტა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით, ამავდროულად კი, აშშ-ის კომპანიებისთვის შუა დერეფნის ვაჭრობასა და ცენტრალური აზიის იშვიათ მინერალებზე წვდომის დაბლოკვით. მათ დაიჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლები, გამოიყენეს ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვეს ძალაუფლების დათმობაზე ს შემდეგ, რომელიც არალეგიტიმურად ფართოდ იქნა აღიარებული. ეს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს დაუყოვნებელ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადების თანახმად, „მოსმენაზე საქართველოს ავტორიტარიზმისკენ გადახვევის გლობალურ შედეგებს განიხილავენ“.

„ასევე, მოწმეები განიხილავენ აშშ-ის პოლიტიკურ ვარიანტებს, მათ შორის ორპარტიული „MEGOBARI აქტის“ მიღებას, ქართველი ხალხის დასახმარებლად, რომელიც დამოუკიდებლობისა და აშშ-თან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეხვედრაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს,

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინათინ ხიდაშელს და ჰადსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს ლუკ კოფის მოუსმენენ.

მოსმენა 10 სექტემბერს თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.