აშშ-ის ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, მომიტინგემ ისრაელის საკონსულოს წინ თავი დაიწვა

აშშ-ის ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, მომიტინგემ ისრაელის საკონსულოს წინ თავი დაიწვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ატლანტის პოლიცია ავრცელებს.
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს იყო უკიდურესი პოლიტიკური პროტესტის გამოხატვის აქტი. გვჯერა, რომ შენობა უსაფრთხოდ რჩება და აქ სხვა საფრთხეს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ატლანტის პოლიციის უფროსმა, დარინ შირბაუმმა.
ქალაქ ატლანტის პოლიციის ცნობით, მომიტინგე, რომელსაც თან პალესტინის დროშა ჰქონდა, კრიტიკულ მდგომარეობაშია. სიტუაციის განეიტრალების დროს საკონსულოს დაცვის თანამშრომელიც დაშავდა.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს