-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor-მა გადაიფიქრა “ლუკოილის” უცხოური აქტივების შეძენა

“პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. მანამდე, სანამ პუტინი განაგრძობს უაზრო კვლას, კრემლის მარიონეტი Gunvor-ი ვერასდროს მიიღებს ლიცენზიას საქმიანობისა და სარგებლის მისაღებად”, – -ის სახაზინო დეპარტამენტმა ეს განცხადება გაავრცელა იმ ფონზე, როცა ცნობილი გახდა, რომ კომპანია Gunvor-ი აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსეთის ენერგოკომპანია „ლუკოილის“ უცხოური აქტივების შეძენას აპირებს.
ვაშინგტონის ამ განცხადებიდან მყისიერად გავრცელდა ცნობა, რომ Gunvor-მა უკან წაიღო თავისი $22 მილიარდიანი წინადადება „ლუკოილის“ უცხოური აქტივების შეძენაზე.
“სახაზინო დეპარტამენტის განცხადება არსებითად დეზინფორმაციული და სიცრუეა. ამავრდოულად, Gunvor-ს უკან მიაქვა “ლუკოილის” უცხოური აქტივების შეძენაზე თავისი წინადადება”, – განუცხადა “პოლიტიკოს” Gunvor-ის სპიკერმა სეთ პიეტრასმა.
2025 წლის ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ნავთობით მოვაჭრე კომპანია Gunvor-ი, რომელსაც აკონტროლებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარი გენადი ტიმჩენკო, მზად იყო შეესყიდა დასანქცირებული რუსული კომპანიის ავსტრიაში რეგისტრირებული Lukoil International GmbH-ს აქციათა 100 პროცენტი.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ლუკოილსა“ და „როსნეფტს სანქციები დაუწესა 22 ოქტომბერს. ამ გადაწყვეტილების მიზანი არის რუსეთის ომის მანქანის დაფინანსების შეზღუდვა და ამ გზით ვლადიმირ პუტინის იძულება, შეწყვიტოს ომი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი