აშშ-ის ხაზინამ სანქციები დააწესა ერთი პირისა და სამი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც ჰუსიტებს ფინანსურად ეხმარებიან

-ის ხაზინამ სანქციები დააწესა ერთი ადამიანისა და სამი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც დეპარტამენტის აზრით, ჰუსიტებს ამბოხებისთვის საჭირო ფინანსებით ეხმარებიან.
„დღეს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) დააწესა სანქციები ერთ ფიზიკურ და სამ იურიდიულ სუბიექტზე, რომლებიც ხელს უწყობენ ირანის ფინანსურ დახმარებას ჰუსიტების ძალებს და მათ დესტაბილიზაციას“, – ნათქვამია სააგენტოს პრესრელიზში.
ეს არის სანაში ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნაბილ ალი აჰმედ ალ-ჰადჰა და სამი გადამცვლელი ოფისი იემენსა და თურქეთში.
„მათ ხელი შეუწყვეს ჰუსიტებისთვის მილიონობით დოლარის გადაცემას აშშ-ის მიერ სანქცირებული საიდ ალ-ჯამალის მითითებით, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან ასოცირდება“, – აცხადებენ ხაზინაში.
შეერთებულმა შტატებმა მანამდე დააწესა სანქციები ჰუსიტებთან და ირანთან ასოცირებული სხვა პირების წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ