-ის წონა 2025 წელს ისე დაეცა, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში ანალოგის მოძიება გაჭირდება”– გიორგი კობერიძე

დიპლომატიურ ენაზე, როდესაც საჯაროდ ამბობენ, რომ “მოლაპარაკებები გაგრძელდება”, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება ფუნდამენტურ საკითხებზე ვერ იქნა მიღწეული. მოლაპარაკებები დაფუძნებულია კომპრომისზე. რა მოლაპარაკებები უნდა შედგეს, როდესაც მთავარი აგრესორი მხარე კომპრომისს კი არა, კაპიტულაციას ითხოვს?!
როდესაც ერთი მხარის გეგმა მეორე მხარისათვის მიუღებელია და პირიქით – იქ მოლაპარაკებები არ შედგება. ამასთან, -ის შუამავლის როლში ხილვა უკვე ღიმილიმომგვრელია, რადგან თავად ეს შუამავალი რუსეთს მტრად ჰყავს გამოცხადებული, ყველაფერს იზამს მის დასასუსტებლად და რეპუტაციული თვალსაზრისით კიდეც აკეთებს ამას. აშშ-ის წონა 2025 წელს ისე დაეცა, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში ანალოგის მოძიება გაჭირდება. აშშ-ს პრეზიდენტი რომ იმას იტყვის რუსეთს უკრაინისათვის კარგი უნდაო, იქ სერიოზულად ვეღარ იქნება აღქმული პოლიტიკური ლიდერი. საბედნიეროდ, ევროპაში, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში იცვლება მიდგომები და ეს დამაიმედებელია. ახლა მოსკოვის მცდელობა მხოლოდ იმაზე იქნება მიმართული, რომ როგორმე კიევს შეაწმინდოს ხელი – ისინი დააყენებენ მაქსიმალურ, კაპიტულანტურ მოთხოვნებს ტერიტორიების შესახებ და სანაცვლოდ გასცემენ მინიმალურ გარანტიებს ნატოს გარეშე, რასაც არ და ვერ დასთანხმდება. სულ რომ პუტინი ჩაერთოს მოლაპარაკებებში, ეს მხოლოდ იმისათვის იქნება, რომ ირიბად აშშ-სთან ერთად ზელენსკიზე ზეწოლა გაიზარდოს და თამასა აიწიოს. კი პირიქით შეეცდება აირიდოს რუსული მახე თავიდან. ამისათვის ევროპელებსაც იყენებს, ტრამპის კარზე დიპლომატიურ თამაშებსაც მიმართავს და მედია კამპანიასაც აწარმოებს. ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ან ერთი მხარე არ დასუსტდება სამხედრო-ეკონომიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ისე, რომ ომის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ ექნება, ან ორივე მხარე გამოიფიტება და რეალურ მოლაპარაკებებს დაუწყებენ ძიებას. ამ ეტაპზე ეს რეალობა არ დგას.შესაბამისად, ომი გრძელდება. სიტუაცია სწრაფად იცვლება და შეიძლება მოკლე ვადაში სხვა რეალობა მივიღოთ, მაგრამ ახლა ჯერჯერობით ასე არ არის.
და არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენთვის ომის ს პირობებით დასრულება საქართველოს ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენებს.