-ის წარმომადგენლები კრემლში პუტინს ხვდებიან

მოსკოვში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის შეხვედრაა ჩანიშნული პუტინთან. შეხვედრის თემა ში ს ომია.
ს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევიც. მას რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსი აქვს უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში. უიტკოფს „ვნუკოვოს“ აეროპორტში სწორედ ის დახვდა.
ორი დღით ადრე ფლორიდის შტატში სამშვიდობო გეგმის შესახებ შეხვედრა შედგა -ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის, რომელშიც ასევე უიტკოფი და კუშნერი იღებდნენ მონაწილეობას. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ის შეხვედრა „კონსტრუქციულად“ შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ რჩებოდა მწვავე საკითხები, რაც დამუშავებას საჭიროებდა“.
ზელენსკის თქმით, „ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთული ელემენტი“ იყო აშშ-ის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაში.
მოსკოვში გამგზავრებამდე უიტკოფი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრს, კირ სტარმერს, ზელენსკისა და უკრაინის თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვსაც ესაუბრა. თეთრი სახლიდან გაკეთდა განცხადება, რომ თავდაპირველმა სამშვიდობო გეგმამ ცვლილებები და სრულყოფა განიცადა, თუმცა დეტალები უცნობი რჩება. ცნობილია პუტინის კომენტარიც ამ სამშვიდობო გეგმის შესახებ, რომ ის შესაძლოა გახდეს „საფუძველი“ მომავალში შეთანხმების მისაღწევად ომის დასასრულებლად.
კრემლში დაგეგმილ შეხვედრამდე საათებით ადრე რუსი მაღალჩინოსნები ამტკიცებდნენ, რომ დაიკავეს აღმოსავლეთ უკრაინის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ქალაქი პოკროვსკი და ვოვჩანსკი უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან. უკრაინის მხარე ამბობს, რომ თავდაცვითი ოპერაციები გრძელდება და რუსების განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიის 19%-ზე მეტს აკონტროლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე რუსეთის პროკურატურის განცხადებაზე – დიდი პატივია, რუსების შიში მეტ-ნაკლებად 90-იანებში გადავლახე, როცა აფხაზეთში ვეომებოდი – კიევში ვიყავი ქართული ლეგიონის რიგით ჯარისკაცად, ამით მომავალშიც ვიამაყებ

შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე მოაწყონ საქართველოს გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ – შავი ზღვის კაბელი უპირველესად მათ ინტერესებშია