აშშ-ის წარმომადგენელი ღაზაში ესტუმრა დახმარების პუნქტს, რომელსაც ამუშავებს მწვავე კრიტიკის ობიექტად ქცეული ჯგუფი

ახლო აღმოსავლეთში -ის პრეზიდენტის, ს წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი 1 აგვისტოს ჩავიდა ღაზის სექტორში მოქმედ საკვების გამცემ პუნქტზე – რომელსაც ამუშავებს ს მიერ მხარდაჭერილი ამერიკული კონტრაქტორი კომპანია, და ამ ჯგუფის მხრიდან შიმშილით მოცულ ღაზაში საკვების დარიგების პროცესს თან ახლავს ძალადობა და მწვავე კრიტიკა.
მიმდინარე კვირაში საერთაშორისო ექსპერტები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ ღაზაში ვითარდება “შიმშილის ყველაზე მძიმე სცენარი”.
უიტკოფმა და ისრაელში აშშ-ის ელჩმა, მაიკ ჰაკაბიმ მოინახულეს კომპანია “ღაზის ჰუმანიტარული ფონდის” (GHF) საკვების გაცემის პუნქტი ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰში – რომელიც ისრაელის მიერ წარმოებული ომის შედეგად თითქმის სრულად განადგურებულია და ამჟამად ისრაელის სამხედრო ზონაში შედის.
მაისის შემდეგ ამგვარი პუნქტებისკენ მიმავალი ასობით ადამიანი იქნა მოკლული ისრაელის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად – ამ ცნობებს ავრცელებენ თვითმხილველები, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები და გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი. ისრაელი და GHF აცხადებენ, რომ მხოლოდ გაფრთხილების მიზნით ისვრიან, და რომ მსხვერპლის რიცხვი გადაჭარბებულად ვრცელდება.
პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში ნიუ-იორკში განთავსებული ორგანიზაცია, Human Rights Watch-ი წერს, რომ GHF არის ცენტრი “დახმარების გაცემის ნაკლოვანი, მილიტარიზებული სისტემისა – რომელმაც დახმარების გაცემა გადააქცია რეგულარულ სისხლისღვრად”.
უიტკოფი ამბობს, რომ მუშაობს ღაზის დახმარების ახალ გეგმაზე. მან პლატფორმაზე X დაწერა, რომ ღაზაში ხუთ საათზე მეტი დაჰყო, “ჰუმანიტარული ვითარების მკაფიოდ გასაგებად და ღაზის მოსახლეობისთვის საკვების და სამედიცინო დახმარების მიწოდების გეგმის შედგენაში დასახმარებლად”
ღაზაში ყოფნისას უიტკოფს არ უთხოვია შეთხვედრა გაეროს წარმომადგენლებთან – უთხრა გაეროს პრესმდივნის მოადგილემ, ფაჰრან ჰაყმა ჟურნალისტებს.
GHF აცხადებს, რომ მაისის შემდეგ ღაზაში დაარიგა საკვების 100 მილიონზე მეტი ულუფა.
ჯგუფი ამუშავებს საკვების დარიგების ოთხ პუნქტს, რომლებიც ისრაელის მიერ კონტროლირებულ ზონებში მდებარეობს და რომლებსაც შიმშილით მოცული ანკლავის მოსახლეობა დახმარების მისაღებად აკითხავს.
გაეროს ადამიანის უფლებების ოფისმა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ დახმარების ძიების პროცესში 1000-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული ისრაელის ძალების მიერ – მსხვერპლის დიდი ნაწილი მოდის GHF-ის პუნქტების სიახლოვეს, თუმცა ასევე გაეროს დახმარების კორდონებთან ახლოს.
ისრაელის არმია აცხადებს, რომ გამაფრთხილებლად ესვრის ხალხს, ვინც მის ძალებს უახლოვდება. GHF აცხადებს, რომ მისი შეიარაღებული კონტრაქტორები მხოლოდ წიწაკის სპრეის იყენებენ, ან გამაფრთხილებლად ისვრიან ჭყლეტვის თავიდან ასარიდებლად.
ფორუმი