-ის წარმომადგენელი: ს მხრიდან ჯარის ნაწილობრივ გაყვანა მიანიშნებს ღაზაში ოპერაციათა ინტენსივობის კლებაზე

ისრაელის გადაწყვეტილება ღაზიდან გაიყვანოს სამხედროთა გარკვეული ნაწილი მიანიშნებს ნაკლები ინტენსივობის ოპერაციებზე გადასვლას პალესტინელთა ანკლავის ჩრდილოეთით, თუმცა ბრძოლა კვლავ გრძელდება – განაცხადა -ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა 1 იანვარს. მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო “როიტერსი”.
ისრაელმა გამოაცხადა ცვლილებაზე ტაქტიკაში და სამხედროთა რიცხვის შემცირებაზე, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ისრაელმა ტანკები გაიყვანა ქალაქ ღაზის უბნებიდან. მაგრამ ღაზაში კვლავ გრძელდება შეტაკებები და ინტენსიური დაბომბვა.
ღაზის ომს ბიძგი მისცა 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე მოულოდნელად მოწყობილმა იერიშმა, რასაც, ს განცხადებით, ემსხვერპლა 1200 ადამიანი.
პალესტინელთა ჯანდაცვის მესვეურთა თქმით, ისრაელის საპასუხო შეტევას შეეწირა 21,978-ზე მეტი ადამიანი, დაჭრილია კიდევ ათასობით პირი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ იმედი გვქონდა, გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა, მაგრამ რამდენიმე დღე არ გასულა და მასხრად აგვიგდო – გერმანიის საგარეო უწყება ჩამოყალიბდეს, ხიდების გადება სურს თუ ამ ხიდების დაწვა?

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს – რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს მოხვდა – ევროპას და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ დახმარება და რეალურ გადაწყვეტილებებს ველოდებით