აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს მარტამდე მთავრობის დროებითი დაფინანსების შესახებ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
კანონპროექტს 314-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 108 კონგრესმენი, მათ შორის 106 „რესპუბლიკელია“.
მანამდე კანონპროექტმა სენატის მხარდაჭერაც მიიღო. ახლა დოკუმენტს ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი.
