ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც რუსული ურანის იმპორტს კრძალავს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
„ამჟამად, აშშ-ის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას რუსეთის მიერ მოწოდებულ ბირთვულ საწვავზე ჩვენი სახიფათო დამოკიდებულება წარმოადგენს“, – განაცხადა კონგრესმენმა ქეითი როჯერსმა.
ენერგეტიკული საინფორმაციო ადმინისტრაციის ცნობით, ურანის უმეტესი ნაწილი, რომელიც აშშ-ის ატომურ ელექტროსადგურებს კვებავს, იმპორტირებულია და დაახლოებით 12% 2022 წელს აშშ-მა რუსეთიდან მიიღო.
რუსული ურანის იმპორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი ჯერ აშშ-ის სენატის, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თანხმობას მოითხოვს და იგი ძალაში 90 დღის შემდეგ შევა.
