აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც რუსული ურანის იმპორტს კრძალავს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც რუსული ურანის იმპორტს კრძალავს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
„ამჟამად, აშშ-ის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას ს მიერ მოწოდებულ ბირთვულ საწვავზე ჩვენი სახიფათო დამოკიდებულება წარმოადგენს“, – განაცხადა კონგრესმენმა ქეითი როჯერსმა.
ენერგეტიკული საინფორმაციო ადმინისტრაციის ცნობით, ურანის უმეტესი ნაწილი, რომელიც აშშ-ის ატომურ ელექტროსადგურებს კვებავს, იმპორტირებულია და დაახლოებით 12% 2022 წელს აშშ-მა რუსეთიდან მიიღო.
რუსული ურანის იმპორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი ჯერ აშშ-ის სენატის, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის, ს თანხმობას მოითხოვს და იგი ძალაში 90 დღის შემდეგ შევა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარტა კოსი: საქართველოს მთავრობა არ უსმენს თავის ხალხს, არ სურს ევროპული გზით სიარული. ვგმობთ ცრუ დეზინფორმაციულ ნარატივებს და ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, მათ წარმომადგენლებსა და EU-ის წევრ სახელმწიფოებზე