აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უკრაინის ელჩს აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს და ვოლოდიმირ ზელენსკის მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტ ს მიმართავს, ვაშინგტონში უკრაინის ელჩი, ოქსანა მარკაროვა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
საქმე ეხება მარკაროვას მიერ ორგანიზებულ ზელენსკის ვიზიტს პენსილვანიაში, სადაც მას მხოლოდ „დემოკრატების“ წარმომადგენლები ახლდნენ. ჯონსონმა ეს განიხილა, როგორც ს მხარდასაჭერი კამპანიის ღონისძიება და ამერიკის არჩევნებში ჩარევა.
“ტური აშკარად იყო პარტიული კამპანიის ღონისძიება „დემოკრატების“ დახმარების მიზნით და ეს აშკარად არჩევნებში ჩარევაა“, – აღნიშნულია ჯონსონის წერილში, რომლითაც მან ზელენსკის მიმართა.
მისი თქმით, -ის საშინაო პოლიტიკაში ჩარევისგან ყველა უცხო ქვეყანამ თავი უნდა შეიკავოს.
„უკრაინის წინააღმდეგ ს ომის დასრულების მხარდაჭერა რჩება ორპარტიული, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები ზიანდება, როდესაც “რესპუბლიკელი“ საპრეზიდენტო კანდიდატები მედიაში თქვენი მთავრობის ოფიციალური პირების სამიზნე არიან. მსგავსი ინციდენტები არ უნდა განმეორდეს. გმადლობთ ამ საკითხის მიმართ ყურადღებისთვის და ვიმედოვნებ, რომ დაუყოვნებლივ მიიღებთ შესაბამის ზომებს“, – წერს ჯონსონი.

ასევე დაგაინტერესებთ