-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ ს მოთხოვნის კენჭისყრაზე დაყენებას არ აპირებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ არ აპირებს კენჭისყრაზე დააყენოს პრეზიდენტ ს ადმინისტრაციის მოთხოვნა უკრაინისთვის დამატებითი 24 მილიარდი დახმარების გამოყოფის შესახებ და რომ სთვის შემდგომი დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას არჩეული პრეზიდენტი მიიღებს, როდესაც მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
”არ ვაპირებ ამის გაკეთებას”, – განაცხადა ჯონსონმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, დაამატებდა თუ არა უკრაინის დახმარების საკითხს მთავრობის დაფინანსების რეზოლუციაში.
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ ლიდერთა პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ჯონსონმა აღნიშნა, რომ ტრამპის გამარჯვება ცვლის უკრაინის წინააღმდეგ ს ომის დინამიკას და რომ სთვის ნებისმიერი დამატებითი დახმარების საკითხი მომავალი ადმინისტრაციის პირობებში უნდა გადაწყდეს.
„როგორც წინასწარ გითხარით, არჩევნებამდე კვირებით ადრე, თუ დონალდ ტრამპს აირჩევდნენ ეს შეცვლიდა უკრაინის წინააღმდეგ ს ომის დინამიკას და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხდება“, – განაცხადა ჯონსონმა.
მისი თქმით, უკრაინის დახმარების საკითხი ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის.
„ჩვენ გვყავს ახლადარჩეული პრეზიდენტი და ვაპირებთ, დაველოდოთ ახალი მთავარსარდლის მითითებას ამ ყველაფერზე“, – აღნიშნა ჯონსონმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ბაიდენმა კონგრესს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 24 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.