-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, ბარაკ ობამა შესაძლოა კონგრესში, საგამოძიებო კომისიაზე დაიბარონ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, ბარაკ ობამა შესაძლოა კონგრესში, საგამოძიებო კომისიაზე დაიბარონ
-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა საკანონმდებლო ორგანოში დაკითხვაზე დაიბარონ.
როგორც ჯონსონმა აღნიშნა, საქმე ეხება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ე.წ. რუსულ ჩარევას. ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა იუსტიციის სამინისტროს მტკიცებულებები გადაუგზავნა, საიდანაც ირკვევა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მედიაში ყალბ ნარატივებს ავრცელებდა. როგორც ტულსი გაბარდმა სოციალურ ქსელში განმარტა, უმაღლესი დონის ოფიციალური პირების წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს.
„ჩვენ ვალდებულები ვართ ჭეშმარიტებას მივყვეთ, სადაც არ უნდა მიგვიყვანოს მან“, – განაცხადა ჯონსონმა ამერიკელ ჟურნალისტთან, დევიდ ბროუდისთან ინტერვიუს დროს.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლების მოქმედებები „პოლიტიკურ შეთქმულებას“ ჰგავს, რომლის მიზანიც სხვა პარტიიდან ოპონენტის განადგურება იყო.
„თუ ობამას ეს არ სიამოვნებს, ესე იგი, ეს არ უნდა ჩაედინა. როგორც ჩანს, მან ეს ჩაიდინა“, – დასძინა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს