აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ჯო ბაიდენს ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას აიძულებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ისრაელში იარაღის გაგზავნას აიძულებს.
Reuters-ის ინფორმაციით, ს უსაფრთხოების დახმარების მხარდაჭერის აქტი 224 ხმით 187-ის წინააღმდეგ მიიღეს, მხარდამჭერ კონგრესმენებს შორის მხოლოდ 16 „დემოკრატი“ იყო, მის წინააღმდეგ კი ხმა მხოლოდ სამმა „რესპუბლიკელმა“ მისცა.
Reuters-ის განმარტებით, მოსალოდნელია, რომ აქტი კანონი არ გახდება, მაგრამ მისი მიღება ხაზს უსვამს -ში ს წელს, ისრაელის პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებულ ღრმა განხეთქილებას.
აღნიშნული კანონპროექტის მიღებით, „რესპუბლიკელებმა“ გამოხატეს პროტესტი ისრაელში ბომბების გაგზავნის შეჩერებასთან დაკავშირებით ს ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ. ისინი ჯო ბაიდენს ისრაელისთვის ზურგის ქცევაში ადანაშაულებენ.
„დემოკრატები“ კი „რესპუბლიკურ“ პარტიას პოლიტიკით თამაშში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ისინი ისრაელის მიმართ ბაიდენის პოზიციას ამახინჯებენ.