აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა კანონპროექტი ICC-ისთვის სანქციების დაწესების თაობაზე

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, მიიღო კანონპროექტი, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს სისხლის სამართლის სასამართლოსთვის (ICC), რომელმაც ს პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის დაპატიმრების ორდერები გასცა ღაზის სექტორში ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამო.
დოკუმენტს მხარი დაუჭირა 247-მა კონგრესმენმა – 205-მა რესპუბლიკელმა და 42-მა დემოკრატმა. ინიციატივის წინააღმდეგ ხმა მისცა -ის დემოკრატიული პარტიის 155-მა წარმომადგენელმა. ორმა რესპუბლიკელმა თავი შეიკავა.
„ICC-ის სანქციების შესახებ პალატის გადაწყვეტილება აუცილებელი პასუხია მის აღმაშფოთებელ და უსაფუძვლო პრეტენზიებზე“, – ნათქვამია პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებაში: „დღევანდელი კენჭისყრა ხაზს უსვამს ICC-ის ოფიციალური პირების უკანონო ქმედებებს. შეერთებული შტატები მტკიცედ დგას ისრაელის მხარეს და არ დაუშვებს საერთაშორისო ბიუროკრატების მიერ ისრაელის ლიდერების დაპატიმრების ორდერის გაცემას იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მათ არ ჩაუდენიათ.“
კანონპროექტი სანქციებს უწესებს იმ პირებს, რომლებიც მონაწილეობენ ICC-ის მიერ ამერიკელების ან აშშ-ის იმ მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის, მოქალაქეების წინააღმდეგ სამართლებრივ დევნაში, რომლებიც არ არიან ICC-ის წევრები.
ის ასევე ბლოკავს ICC-ის ოფიციალური პირების შესვლას შეერთებულ შტატებში, აუქმებს აშშ-ის ნებისმიერ ვიზას და ზღუდავს მათ შესაძლებლობას, განახორციელონ ქონებრივი ტრანზაქციები აშშ-ში.
გასულ თვეში თეთრმა სახლმა გააკრიტიკა ICC-ის გადაწყვეტილება ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსნებისთვის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ