აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევას მხარი დაუჭირა

წარმომადგენელთა პალატამ პარასკევს დილით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მექსიკის ყურისთვის სახელის შეცვლის და ამერიკის ყურის დარქმევის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. მხარდამჭერთა შორის არცერთი დემოკრატი არაა.
კანონმდებლობის ცვლილებას ხელმძღვანელობდა წარმომადგენელთა პალატის წევრი, რესპუბლიკელი ჯორჯიის შტატიდან – მარჯორი ტეილორ გრინი, კონგრესში ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე.
“„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა ამერიკელი ხალხისთვის. ამერიკელი ხალხი იმსახურებს სიამაყეს თავისი ქვეყნით და იმსახურებს სიამაყეს იმ წყლებით, რომლებიც ჩვენ გვეკუთვნის, რომლებსაც ვიცავთ ჩვენი სამხედროებით, სანაპირო დაცვით და ყველა იმ ბიზნესით, რომელიც ამ წყლებში აყვავდება”, – განაცხადა გრინმა კანონპროექტზე დებატების დროს.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი