-ის წარმომადგენელთა პალატამ, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაცემული დაპატიმრების ორდერის საპასუხოდ, ჰააგის სასამართლოს სანქცირების კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გაცემის საპასუხოდ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალური პირების დასანქცირებას ითვალისწინებს, – ინფორმაციას СNN-ი ავრცელებს.
კანონპროექტი ისრაელის ოფიციალური პირების წინააღმდეგ გაცემული ორდერების უმკაცრესად დაგმობას ითხოვს. საკანონმდებლო ტექსტის თანახმად, სასამართლოს მიმართ სანქციები დაწესდება „ამერიკის შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების ნებისმიერი დაცული პირის გამოძიების, დაპატიმრების, დაკავების ან სისხლისსამართლებრივი დევნის გამო“. სანქციები მოიცავს -ში არსებული ქონების ტრანზაქციების აკრძალვას და ვიზების დაბლოკვასა და გაუქმებას.
მოსალოდნელია, რომ წარმომადგენელთა პალატის შემდეგ კანონპროექტს სენატიც მიიღებს, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ.
შეგახსენებთ, 2024 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ , ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტისა და „ჰამასის“ მაღალჩინოსანი ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა და მათი დაპატიმრების ორდერები გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას