აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მთავრობის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც უკრაინის და ისრაელის დახმარების დაფინანსება გათვალისწინებული არ არის

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“, თავიდან ასაცილებლად დაფინანსების კანონპროექტი მიიღო, რომელიც სთვის, ან უკრაინისთვის დამატებით დახმარებას არ ითვალისწინებს.
CNN-ის ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატას ახალმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა შესთავაზა, 336 ხმით 95 წინააღმდეგ მიიღეს. კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 209 „დემოკრატმა“ კონგრესმენმა მისცა, წინააღმდეგი კი 93 „რესპუბლიკელი“ და ორი „დემოკრატი“ კანონმდებელი წავიდა.
ორსაფეხურიანი გეგმა ითვალისწინებს დაფინანსების 19 იანვრამდე გაგრძელებას სხვადასხვა პრიორიტეტისთვის, მათ შორისაა სამხედრო მშენებლობა, ვეტერანთა საქმეები, ტრანსპორტი, საცხოვრებელი და ენერგეტიკის დეპარტამენტი. დანარჩენი სფეროები კი, რომელსაც გეგმის მეორე საფეხური მოიცავს, 2 თებერვლამდე დაფინანსდება.
კანონპროექტი სენატმა პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დღეს საქართველოში რეპრესიებია – სამწუხაროდ, 1937 ძალიან ახლოს ჟღერს – მთავრობა, რომელიც რუსეთის ტაქტიკას ასახავს, სასამართლო სისტემას და პოლიციას მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღად იყენებს