-ის ცენტრალურმა სარდლობამ იემენში ჰუსიტების იარაღის საწყობებს დაარტყა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა იემენში, ჰუსიტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე განლაგებულ იარაღის შესანახ ობიექტებზე ზუსტი საჰაერო დარტყმების სერია განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას -ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ობიექტებში განთავსებული იყო სხვადასხვა სახის თანამედროვე იარაღი, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები წითელ ზღვასა და ადენის ყურეში მცურავ აშშ-სა და საერთაშორისო სამხედრო და სამოქალაქო გემების წინააღმდეგ იყენებდნენ.
„ოპერაციაში ჩართული იყო აშშ-ის საჰაერო ძალებისა და აშშ-ის საზღვაო ძალების აქტივები, მათ შორის F-35C-ები“, – აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.
მათი განმარტებით, წერტილოვანი ოპერაცია ჩატარდა საერთაშორისო კომერციულ გემებზე, ისევე როგორც აშშ-ის, კოალიციისა და სავაჭრო გემებზე წითელ ზღვაში, ბაბ ალ-მანდების სრუტესა და ადენის ყურეში ჰუსიტების უკანონო თავდასხმების საპასუხოდ.
„ოპერაციის მიზანი ასევე იყო ჰუსიტების უნარის დაქვეითება, რომელმაც საფრთხე შეუქმნა რეგიონულ პარტნიორებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად ამერიკის სამხედრო პერსონალი არ დაშავებულა და მათი ტექნიკა არ დაზიანებულა.

ასევე დაგაინტერესებთ