აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ისრაელის თავდაცვის მინისტრს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ისრაელში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური, მაიკლ კურილა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსს, ჰერცი ჰალევისა და ისრაელის თავდაცვის მინისტრს, ისრაელ კაცს შეხვდა.
„ლიდერებმა მთელი რიგი რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის სირიაში არსებული ვითარება და სხვა სტრატეგიული საკითხები განიხილეს“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
ცნობისთვის, მაიკლ კურილა ისრაელში ვიზიტამდე იორდანიაში, სირიაში, ლიბანსა და ერაყში იმყოფებოდა.