აშშ-ის ცენტრალური სარდლობა – „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სავაჭრო გემებს რაკეტები ესროლეს

ირანის მიერ მხარდაჭერილმა “ჰუსიტებმა“ იემენიდან წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სავაჭრო გემების მიმართულებით ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტები ისროლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას -ის არმიის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ერთი რაკეტა ადენის ყურეში Star Nasia-ს მახლობლად აფეთქდა, რამაც მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ბერძნულ გემს მცირე ზიანი მიაყენა, მაგრამ არავინ დაშავებულა.
„ჰუსუტების“ სარაკეტო თავდასხმა ასევე მიმართული იყო, ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი და გაერთიანებული სამეფოს საკუთრებაში მყოფი სატვირთო გემისკენ. აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობაში აცხადებენ, რომ გემი Morning Tide-ი არ დაზიანებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება