აშშ-ის ცენტრალური სარდლობა – საჰაერო დარტყმის შედეგად, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგით მეორე ლიდერი ლიკვიდირებულია

საჰაერო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგით მეორე ლიდერი, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
„13 მარტს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა, ერაყის სადაზვერვო და უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობით, ერაყის პროვინცია ალ ანბარში ზუსტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) რიგით მეორე ლიდერი და გლობალური ოპერაციების მეთაური, აბდალა მაკი მუსლი ალ-რიფაი, მეტსახელად „აბუ ხადიჯა“ დაიღუპა“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა.
„დღეს ერაყში ISIS-ის გაქცეული ლიდერი მოკლეს. ჩვენი მამაცი მებრძოლები მასზე განუწყვეტლივ ნადირობდნენ. მისი უბედური ცხოვრება, ISIS-ის კიდევ ერთ წევრთან ერთად, ერაყის მთავრობასა და ქურთისტანის რეგიონულ მთავრობასთან კოორდინაციით დასრულდა. მშვიდობა ძალის მეშვეობით“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია