“აშშ-ის ჩართულობა ბაქო-ერევნის მოლაპარაკებებში სამხრეთ კავკასიისთვის კარგი ამბავია” – ოლესია ვართიანიანი

“სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებისა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღეს ვხედავთ -ის გააქტიურებას”, – ასე აფასებს სამხრეთ კავკასიის საკითხების ანალიტიკოსი ოლესია ვართანიანი ვაშინგტონის ინიციატივას ბაქო ს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
აშშ-ს ადმინისტრაციამ უკვე შესთავაზა ბაქოსა და ერევანს დახმარება მოლაპარაკებებში სატრანსპორტო საკითხებთან დაკავშირებით – დაახლოებით სამი კვირის წინ აშშ-ის ელჩმა თურქეთში, ტომ ბარაკმა, განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შესთავაზა, ზანგეზურის დერეფანი 100 წლით იჯარით გადააბარონ.
“შეერთებული შტატები მზად არის აიღოს ზანგეზურის დერეფნის მართვაზე პასუხისმგებლობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, თუ ეს ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ჩიხში შესული მოლაპარაკებების წინ წაწევას” ,— განაცხადა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩმა თურქეთში, ტომ ბარაკმა.
“ეს აქტივიზაცია ამერიკის მხრიდან რეალურად ძალიან პოზიტიური მოვლენაა – ის არამხოლოდ ასტიმულირებს აზერბაიჯანს, რომელსაც ამ ეტაპზე ყველა მთავარი ბერკეტი აქვს ხელში სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად ან პროცესის წინწასაწევად, არამედ ზრდის იმედს, რომ მხარეებს რეალურად შეუძლიათ შეთანხმებას მიაღწიონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიც არის სატრანსპორტო კომუნიკაცია.
ეს მნიშვნელოვანი წინსვლა იქნებოდა მთელი რეგიონისთვის. ის არამხოლოდ გააძლიერებს სტაბილურობას და შეამცირებს ახალი ომებისა და ესკალაციის რისკს, არამედ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონის ტრანზიტულ ფუნქციას. საერთო ჯამში, ეს ძალიან კარგი ამბავია მთელი სამხრეთ კავკასიისთვის”, – ამბობს ოლესია ვართანიანი.
ექსპერტის განმარტებით, ამ ეტაპზე მთავარია, რომ მოლაპარაკებების პროცესში აქცენტი გაკეთდეს კონკრეტულ კომპონენტზე – სატრანსპორტო კავშირზე – ან, ალტერნატივის სახით, ჯერ გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება და შემდეგ დაუბრუნდნენ ასეთ მასშტაბურ პროექტებს.
იმის მიხედვით, თუ რაზე გაკეთდება აქცენტი ვაშინგტონის მიერ, განსაზღვრული იქნება ისიც, რამდენად მოინდომებს ამერიკული მხარე აქტიურ ჩართულობას და დიპლომატიური ძალისხმევის გამოჩენას.
3 აგვისტოს, ალექს რაუფოღლუმ, ვაშინგტონში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტმა “Facebook”-გვერდზე დაწერა, რომ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ფლობს ინფორმაციას, რომლის შესაბამისად, მიმდინარე კვირის ბოლო აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს თეთრ სახლში პრეზიდენტი ტრამპი უმასპინძლებს. მხარეებს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ ეს ცნობა.
“თუ პრეზიდენტ ტრამპს მართლაც აქვს თეთრ სახლში მიწვევის გადაწყვეტილება, ეს შესაძლოა სტიმული გახდეს არა მხოლოდ შედარებით მცირე საკითხების მოსაგვარებლად – მაგალითად, ზანგეზურის დერეფნის თემა – არამედ მთლიანი სამშვიდობო პროცესის დასრულებისთვის”, – ამბობს ვართანიანი.
2024 წლის იანვარში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ზანგეზურის დერეფნის გახსნა სომხეთის ტერიტორიის გავლით ნახიჩევანისკენ დაასახელა, როგორც წინაპირობა სომხეთთან საზღვრის გახსნისთვის. ერევანმა უპასუხა, რომ მას არასდროს ჰქონია აღებული ვალდებულება, გაეხსნა ზანგეზურის დერეფანი აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიისა და ნახიჩევანის დამაკავშირებლად — აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ალიევის განცხადებას უწოდა „მშვიდობის პროცესისთვის სერიოზული დარტყმა.“
ბაქო-ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აცხადებს, რომ “სამშვიდობო ხელშეკრულება შესაძლოა ხელმოწერილ იქნას მაშინვე, როგორც კი ორი საკითხი იქნება გადაწყვეტილი: სომხეთის კონსტიტუციის ცვლილება და ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლა”.