შაბათს საღამოს ბურლინგტონში, ვერმონტის შტატში, სამი პალესტიელი სტუდენტი დაჭრეს. ბურლინგტონის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 20 წლის ბიჭები იღებენ სამედიცინო დახმარებას – “ორი სტაბილურია, ერთმა კი გაცილებით მძიმე დაზიანებები მიიღო”.
დაშავებულებს ცეცხლი ქუჩაში გაუხსნეს – “უსიტყვოდ, მან [ეჭვმიტანილი] პისტოლეტიდან მინიმუმ ოთხი ტყვია ისროლა და, სავარაუდოდ, ფეხით გაიქცა” – თქვა პოლიციამ. მათივე ცნობით, დაშავებულთაგან ორი ამერიკის მოქალაქეა, ერთი კი კანონიერი რეზიდენტი.
სამი სტუდენტიდან ორს ტრადიციული პალესტინური შარფები ეკეთათ, ისინი არაბულად საუბრობდნენ. თავდასხმის მოტივი უცნობია.
ამერიკულ-ისლამურ ურთიერთობათა საბჭომ (CAIR) მოუწოდა ხელისუფლებას გამოიძიონ სროლის შესაძლო “მიკერძოებული მოტივი” და განაცხადა, რომ იმატა ანტიმუსლიმური და ანტიპალესტინური მოტივიებით ძალადობამ.
მუსლიმთა სამოქალაქო უფლებებისა და ადვოკატირების ჯგუფი აშშ-ში სთავაზობს 10,000 აშშ დოლარის ჯილდოს დამნაშავეების შესახებ ინფორმაციისთვის.