აშშ-ის ყურადღება ახლა გამახვილებულია ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე, რათა მეტი მძევალი გათავისუფლდეს, ხოლო ღაზას დახმარება მიეწოდოს – ენტონი ბლინკენი

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აქცენტი ახლა გამახვილებულია ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე, რათა მეტი მძევალი გათავისუფლდეს, ხოლო ღაზას დახმარება მიეწოდოს. ბლინკენმა განცხადება ისრაელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მან განუცხადა ისრაელს, რომ მანამ სანამ სამხედრო ოპერაციებს დაიწყებენ, უნდა უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და ისრაელმა უნდა გადადგას “უფრო ეფექტიანი ნაბიჯები” მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
“აშშ-ის ყურადღება ახლა გამახვილებულია ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე, რათა მეტი მძევალი გათავისუფლდეს, ხოლო ღაზას დახმარება მიეწოდოს. ისრაელს ჰყავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი არმია. მას შეუძლია გაანეიტრალოს “ჰამასის” მიერ წარმოქმნილი საფრთხე და მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი უდანაშაულო კაცებისთვის, ქალებისა და ბავშვებისთვის, და მას აქვს ამის გაკეთების ვალდებულება. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იცავს ისრაელი საკუთარ თავს. აუცილებელია, ისრაელმა იმოქმედოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ომის კანონების შესაბამისად,” – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს 10-ბალიანი შეფასების სისტემით 6.63 ქულა აქვს და წინ უსწრებს მრავალ წამყვან ქვეყანას, ის მსოფლიოში 36-ე, ევროპაში კი მე-20 ადგილზეა

IRI სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს ეჭვმიტანილი რადიკალურ ჯგუფებთან თანამშრომლობაში. მოვუწოდებ ჯონ დიპიროს, ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში

დეზინფორმაციას ე.წ. მიტაცებულ ქართულ მართლმსაჯულებაზე ევროკავშირი უარყოფს, ინსინუაციები რომ გამოირიცხოს – ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიშში, საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა ევროპის ტოპ ოცეულშია, მსოფლიო რეიტინგში – 36-ე ადგილზეა