აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი როზალინ კარტერი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მეუღლე, ყოფილი პირველი ლედი როზალინ კარტერი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC წერს, რომ „კარტერის ცენტრის“ განცხადებით ის ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.
მაისში როზალინ კარტერს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს.
ჯიმი და როზალინ კარტერებს ქორწინების 77 წლისთავი ივლისში შეუსრულდათ.
ჯიმი კარტერი -ის 39-ე პრეზიდენტი იყო 1977-1981 წლებში, დემოკრატიული პარტიიდან. ის ამჟამად 99 წლისაა.