აშშ-ის ყოფილი ელჩის თქმით, “ოცნების” ლიდერები ლუკაშენკოზე უფრო მტრულად არიან განწყობილი დასავლეთის მიმართ

“ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მხოლოდ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბელარუსს შევადარებდი [საქართველოს ახლანდელ სიტუაციას]. მაგრამ ახლანდელი საქართველოს ლიდერები უფრო მტრულად არიან განწყობილი დასავლეთის, ევროპისა და ამერიკისადმი”, – ამის შესახებ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი აცხადებს.
გამოცემის თანახმად, კორტნი 30 წელზე მეტია, რაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობებშია ჩართული და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება.
”ვერცერთი ჩვენგანი წარმოიდგენდა, რომ საქართველოს მთავრობა ასე მტრულად განეწყობოდა დემოკრატიისა და დასავლეთისადმი”, – ამბობს ის.
შეკითხვაზე, უნდა მიიღოს თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ ფინანსური სანქციები, როგორც წინასაარჩევნო გაფრთხილება, ყოფილი ელჩი დადებითად პასუხობს
“გარკვეულწილად, ეს [სანქციები] არის გაფრთხილება, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ მეტი საპასუხო ქმედებაც იქნება“,- გვეუბნება კორტნი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები