-ის ქმედებები მსოფლიო წესრიგს არღვევს, არ უნდა დავუშვათ, მსოფლიო გადაიქცეს ყაჩაღების ბუნაგად, სადაც უპრინციპოები ყველაფერს ითვისებენ – შტაინმაიერი

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ს საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა. შტაინმაიერმა მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა, არ დაუშვას, რომ მსოფლიო წესრიგი გადაიქცეს „ყაჩაღების ბუნაგად“, სადაც უპრინციპო ძალები ითვისებენ იმას, რაც სურთ.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, განცხადებაში, რომელიც ეხებოდა ისეთ ქმედებებს, როგორიცაა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორება, გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გლობალური დემოკრატია დღეს შეტევის ქვეშაა ისე, როგორც არასდროს.
შტაინმაიერმა ს მიერ ს ანექსია და ში სრულმასშტაბიან შეჭრა „გარდამტეხ მოვლენად“ შეაფასა და ასევე აღნიშნა, რომ -ის ქმედებები „მეორე ისტორიულ რღვევას“ წარმოადგენს.
„შემდეგ მოდის ღირებულებების ნგრევა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან, იმ ქვეყნისგან, რომელმაც ამ მსოფლიო წესრიგის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. არ უნდა დავუშვათ, მსოფლიო გადაიქცეს ყაჩაღების ბუნაგად, სადაც ყველაზე უპრინციპოები ითვისებენ ყველაფერს, რაც სურთ, სადაც რეგიონები ან მთელი ქვეყნები რამდენიმე დიდი ძალის საკუთრებად განიხილება“, – განაცხადა შტაინმაერმა.
გერმანიის პრეზიდენტის თქმით, საფრთხის შემცველ სიტუაციებში საჭიროა აქტიური ჩარევა და ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ბრაზილია და ინდოეთი, უნდა იყვნენ დარწმუნებულები მსოფლიო წესრიგის დაცვის აუცილებლობაში.
1tv.ge