აშშ-ის ქმედებების გამო, რუსეთმა ბირთვული შესაძლებლობების მქონე რაკეტების წარმოება უნდა დაიწყოს – პუტინი

აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა უნდა დაიწყოს ბირთვული შესაძლებლობების მქონე რაკეტების წარმოება და, შესაძლოა, განლაგებაც, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე პუტინმა აღნიშნა, რომ -ის მხრიდან საშუალო და მცირე რადიუსზე მოქმედი რაკეტების განლაგება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში იწვევს რუსეთში შეშფოთებას და მოითხოვს რეაგირებას. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამის გამო მოსკოვმა, შესაძლოა, დაიწყოს ბირთვული რაკეტების წარმოება და შემდგომში, შესაძლოა, მათი განლაგება.
„დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ არა მარტო აწარმოებს სარაკეტო სისტემებს, არამედ უკვე განალაგა ევროპაში წვრთნებისთვის ში და ახლა უკვე ფილიპინებშიც. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება და მივიღოთ გადაწყვეტილებები, თუ რა უნდა გავაკეთოთ. როგორც ჩანს, ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ სარაკეტო სისტემების წარმოება და, რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღოთ გადაწყვეტილებები, სად განვათავსოთ ისინი ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ