აშშ-უკრაინის შეთანხმება მზად არის გასაფორმებლად, ის შეეხება სტრატეგიულად მნიშვნელოვან მინერალურ რესურსებს, ნავთობსა და გაზს, ასევე ინფრასტრუქტურულ აქტივებს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმებას ორი ქვეყნის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში დღეს მოაწერენ ხელს.
„ეს არის გარიგება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მინერალების, ნავთობისა და გაზის, ასევე ინფრასტრუქტურული აქტივების შესახებ. ეს არის ნამდვილად მომგებიანი ვარიანტი ორივე მხარისთვის“, – აღნიშნა ბესენტმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში დღეს ჩავა.
