აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ სექსუალური ძალადობის საქმეზე დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა განაჩენი, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპმა მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლზე 1996 წელს სექსუალურად იძალადა, ძალაში დატოვა და ახალი სასამართლო პროცესის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
დონალდ ტრამპმა 2023 წელს გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრა, რომელიც მას 5 მილიონის გადახდას აკისრებს.
იგი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მოსამართლემ უამრავი შეცდომა დაუშვა.
დონალდ ტრამპის პრესსპიკერმა, სტივენ ჩუნმა ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების პასუხად განაცხადა, რომ „დროა, მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება შეწყდეს“.