აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მოსამართლე დაბლოკავს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ასობით ათასი მიგრანტისთვის დროებითი სამართლებრივი სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილებას – „როიტერი“

აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მოსამართლე დაბლოკავს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ასობით ათასი მიგრანტისთვის დროებითი სამართლებრივი სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილებას – „როიტერი“
-ის ფედერალური სასამართლოს მოსამართლე აცხადებს, რომ დაბლოკავს პრეზიდენტ ს ადმინისტრაციის მიერ ასობით ათასი მიგრანტისთვის დროებითი სამართლებრივი სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილებას.
ბოსტონში, აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლე ინდირა ტალვანის განცხადებით, ადმინისტრაციას სურს 24 აპრილიდან 450 ათასამდე მიგრანტის დაჩქარებული წესით დეპორტაცია კანონის არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე. მოსამართლის განმარტებით, დაჩქარებული დეპორტაციის კანონმდებლობა ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებმაც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს და არა მათზე, ვინც აშშ-ში შესვლის უფლება პირობითი ვადამდელი გათავისუფლების პროგრამის საფუძველზე მოიპოვა.
„თქვენ ფოკუსირებული ხართ არა იმ ადამიანებზე, ვინც საზღვარი გადაკვეთა, არამედ მათზე, ვინც წესები დაიცვა“, – თქვა მოსამართლე ინდირა ტალვანიმ.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციის მიერ ამოქმედებული მიგრანტების დროებითი სამართლებრივი დაცვის ორწლიანი პროგრამა ასობით ათას კუბელ, ჰაიტელ, ნიკარაგუელ, ასევე ვენესუელ მიგრანტზე ვრცელდება.
„ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, გააუქმოს დროებითი იურიდიული სტატუსი 530 000-ზე მეტი ადამიანისთვის, რომლებიც შეერთებულ შტატებში კუბიდან, ჰაიტიდან, ნიკარაგუადან და ვენესუელიდან ჩავიდნენ“, – ნათქვამია „როიტერის“ სტატიაში.
1tv.ge