აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) აკრძალავს Boeing Co. 737 MAX თვითმფრინავის წარმოების გაფართოება მას შემდეგ, რაც იანვრის დასაწყისში 737-9 MAX თვითმფრინავმა ჰაერში კარი დაკარგა. ამის შესახებ მარეგულირებლის პრესრელიზშია ნათქვამი.
FAA-მ ასევე დაამტკიცა 171 ერთეული 737-9 MAX თვითმფრინავების ინსპექტირებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის პროცესი. ამ პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ, ისინი შეიძლება ფუნქციონირებას დაუბრუნდნენ.
„ჩვენ არ დავაკმაყოფილებთ Boeing-ის თხოვნას წარმოების გაფართოების შესახებ და არ დავამტკიცებთ 737 MAX-ის დამატებით საწარმოო ხაზს, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ამ პროცესის შედეგად გამოვლენილი ხარისხის კონტროლის საკითხები გამოსწორებულია“, – აღნიშნა FAA-ს ადმინისტრატორმა მაიკლ უიტაკერმა განცხადებაში.
იანვრის დასაწყისში Alaska Airlines-ის Boeing 737-9 MAX ავარიულად დაეშვა პორტლენდის აეროპორტში მას შემდეგ, რაც ჰაერში, დაახლოებით 5 კმ სიმაღლეზე, კარი დაკარგა. არცერთი მგზავრი არ დაშავებულა. ავიაკომპანიამ თვითმფრინავი Boeing-ისგან 2023 წლის ნოემბერში მიიღო.
ამის შემდეგ FAA-მ გასცა ბრძანება Boeing 737-9 MAX თვითმფრინავების გამოყენების დროებით შეჩერების შესახებ აშშ-ს საჰაერო სივრცეში და მათი ექსპლუატაცია ამერიკულ ავიახაზების მიერ.