Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ აშშ-ის ფარმაცევტულ ინდუსტრიას სჭირდება თანამშრომლობა, რომლის ფარმაცევტული წარმოებაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში გლობალური ბაზრის 30%-მდე გაიზარდა.
„ჩინეთის ბიოფარმაცევტული დარგის განვითარების დრამატულმა ტემპმა, ფასმა და მასშტაბმა გლობალური კონკურენტული ლანდშაფტის ცვლილება გამოიწვია“, – განაცხადა ბურლამ ნიუ-იორკში აშშ-ჩინეთის ურთიერთობების ეროვნული კომიტეტის გალა-საღამოზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ქვეყანას ამჟამად წამლის 1200-მდე ახალი კანდიდატი აქვს, 10 წლის წინ კი მათი რიცხვი მხოლოდს 60 იყო.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მილიარდობით დოლარის ღირებულების იმპორტირებულ საქონელზე მთელი რიგი ტარიფები დააწესა მისი მთავარი ეკონომიკური კონკურენტის – ჩინეთის წინააღმდეგ. მისი თქმით, მიზანია სავაჭრო დეფიციტის შემცირება, დაკარგული წარმოების აღდგენა და ფენტანილით ვაჭრობის შეზღუდვა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გასულ წელს ასევე მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის კომპანიების მიერ ჩინურ ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობის შეზღუდვას.
ამის მიუხედავად, აშშ-სა და ევროპული ფარმაცევტული კომპანიები ჩინეთს მიმართავენ თავიანთი წამლის მარაგების შესავსებად.
წელს, Pfizer-მა დადო გარიგება ჩინურ 3SBio Inc-თან კიბოს ექსპერიმენტული მკურნალობის ლიცენზირების შესახებ, რაშიც ავანსის სახით 1.25 მილიარდ დოლარს იხდის და კიდევ 4.8 მილიარდ დოლარს გადაიხდის მიზნის მიღწევის შემთხვევაში.
„ჩინურმა ბიოტექნოლოგიურმა ფირმებმა გასულ წელს ფარმაცევტული პრეპარატების ლიცენზირების ყველა მსხვილი გარიგების თითქმის 1/3 შეადგინეს, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა ინოვაციების წყაროების მხრივ“, – თქვა ბურლამ. მან დასძინა, რომ ჩინურ ბიოფარმაცევტულ კომპანიებს შეუძლიათ პაციენტების კლინიკური კვლევებისთვის მოზიდვა 2-დან 5-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ამერიკულ კომპანიებს.
