-ის, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს ჟენევაში გაიმართება

დღეს ჟენევაში -ის, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.
როგორც „აქსიოსი“ წერს, აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, 28-პუნქტიანი გეგმის ავტორი სტივ უიტკოფი და დენ დრისკოლი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
უკრაინის დელეგაციის წევრები იქნებიან თავად უმეროვი, ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისილიცა.
„ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელებთან მუშაობას, რათა ეს მათთვის საუკეთესო შეთანხმება იყოს. ჩვენ არ შეგვიძლია მათ პოზიციაზე საუბარი, მაგრამ შეთანხმება ყოველთვის იყო აშშ-ს, უკრაინელებსა და რუსებს შორის თანამშრომლობის შედეგი“, – განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა „აქსიოსთან“.
ასევე, როგორც ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, 28-პუნქტიანი გეგმის დეტალები, შესაძლოა, შეიცვალოს და სწორედ ამიტომ აწარმოებენ მოლაპარაკებებს მხარეებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია