აშშ-ის უზენაესი სასამართლო ვენესუელელი მიგრანტების დეპორტაციას დროებით აჩერებს

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ს ადმინისტრაციას დაავალა 1798 წლის კანონის ფარგლებში, ჩრდილოეთ ტეხასში დაკავებული ვენესუელური დაჯგუფების სავარაუდო წევრების ჯგუფის დეპორტაციის შეჩერება.
უზენაესი სასამართლოს ბრძანებაში ნათქვამია:
„მთავრობას ევალება, რომ დაკავებულთა არცერთი წევრი არ გაიყვანოს -დან ამ სასამართლოს შემდგომი გადაწყვეტილების მიღებამდე“.
დონალდ ტრამპმა ვენესუელელი ბანდის სავარაუდო წევრები გაგზავნა ელ სალვადორის ცნობილ მეგა-ციხეში, 1798 წლის „უცხო მტრების აქტის“ საფუძველზე, რომელიც პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას გასცეს ბრძანება “მტერი” ერების დაკავებისა და დეპორტაციის ბრძანება ჩვეული პროცედურების გარეშ. ეს აქტი სულ სამჯერ არის გამობყენებული – ომის დროს.
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, თეთრ სახლს მაშინვე არ გამოხმაურებია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც სააგენტო წერს, ეს საქმე აჩენს კითხვებს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უზენაესი სასამართლოს მიერ დაწესებული ლიმიტების დაცვასთან დაკავშირებით. ის შეიცავს ხელისუფლების ორ თანაბარ შტოს შორის მნიშვნელოვანი შეტაკების და პოტენციურად სრული კონსტიტუციური კრიზისის რისკს.
ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირის ადვოკატებმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს და მოითხოვეს მყისიერი ზომების მიღება, რაც შეიტყვეს, რომ ვენესუელელების ნაწილი ავტობუსებში ჩასვეს და დეპორტაცია დაუპირეს.