აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპი კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობას შეძლებს

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა შეუძლია.
-ის უზენაესმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მე-14 შესწორების მე-3 პუნქტის მიხედვით, კოლორადოს შტატს ყოფილი პრეზიდენტისთვის დისკვალიფიკაციის მინიჭება არ შეუძლია.
„ყოფილი პრეზიდენტი, ტრამპი ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე საფუძველზე დაყრდნობით აპროტესტებს. იმის გამო, რომ კონსტიტუცია ფედერალური ოფიციალური პირებისა და კანდიდატების წინააღმდეგ მე-3 პუნქტის აღსრულების პასუხისმგებლობას კონგრესს ანიჭებს და არა შტატებს, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვცვლით“, – ნათქვამია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს დასკვნაში.
შეგახსენებთ, კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ გასული წლის 19 დეკემბერს გადაწყვიტა, რომ დონალდ ტრამპმა 2021 წლის 6 იანვრის აჯანყებაში მიიღო მონაწილეობა, რაც მე-14 შესწორების მიხედვით საჯარო თანამდებობის დაკავებას კრძალავდა.

ასევე დაგაინტერესებთ