-ის ტარიფები სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე აღარ გავრცელდება

სმარტფონები და კომპიუტერები იმ ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და კომპონენტების შორისაა, რომლებსაც გამონაკლისის წესით, -ის პრეზიდენტ ს მიერ დაწესებული სავაჭრო ტარიფები არ შეეხება.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახური ავრცელებს.
მითითება, რომელიც პარასკევს საღამოს გავრცელდა, მოჰყვა ტრამპის მიერ ამ თვის დასაწყისში მიღებულ გადაწყვეტილებას ჩინურ პროდუქციაზე 145%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ.
საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის მითითებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტარიფები არ შეეხება ნახევარგამტარებს, მზის ბატარეებს, ბრტყელეკრანიან ტელევიზორებს, ფლეშ დრაივებს და მეხსიერების ბარათებს.
თეთრი სახლის განმარტებით, გამონაკლისები დაწესდა იმისთვის, რომ კომპანიებს წარმოების აშშ-ში გადატანისთვის დრო ჰქონდეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – პრემიერ-მინისტრის მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესი ძალიან მკაფიოდ იქნა გაჟღერებული თურქმენეთის ფორუმზე, მან აღნიშნა ოკუპაციაც – კარგია, რომ ეს გზავნილი ითქვა იმ დარბაზში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი იჯდა