-ის სკოლაში მოზარდმა ცეცხლი გახსნა, დაიღუპა სამი ადამიანი

აშშ-ის ქალაქ მედისონში, ვისკონსინის შტატში, ორშაბათს უცნობმა პირმა სკოლაში ცეცხლი გახსნა. ადგილობრივი პოლიციის განახლებული ინფორმაციით, დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელი. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპაე. მინიმუმ ექვსი ადამიანი ჭრილობებით მოათავსეს საავადმყოფოში.
თავდასხმა ქრისტიანულ სკოლაში ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა. თავდამსხმელი მოზარდი იყო. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის ამ სკოლის მოსწავლე იყო, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ასევე უცნობია, მას პოლიციამ ესროლა თუ თავი მოიკლა.
სკოლიდან ევაკუირებული არიან მოსწავლეები და მასწავლებლები, მიმდებარე ტერიტორიები გადაკეტილია.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბოროტმოქმედი სავარაუდოდ მარტოხელა თავდამსხმელი იყო და ქალაქის სხვა სკოლებსა და საჯარო სივრცეებს საფრთხე არ ემუქრება.
ბოლო წლებში -ში სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ცეცხლსასროლი იარაღით სროლის რიცხვი გაიზარდა. წელს 322 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა – ანუ საშუალოდ დღეში თითქმის ერთი. თუმცა, ბევრი მათგანი უმსხვერპლოდ სრულდება ხოლმე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ბობოხიძე – ჩემი ინფორმაციით, „ოცნების“ „ობშიაკში“ რამდენიმემ უკვე მიიტანა ფული და მათ წინააღმდეგ აღარ არის პრობლემები, ასეთია, მაგალითად, კახა კალაძე, საპატრიარქო კი „პოლიტიკაში არჩარევის“ სახელით მხარს უჭერს ხელისუფლებას

გიორგი შარაშიძე ლევან სანიკიძის განცხადებაზე – ეპიცენტრიც თავად იყვნენ და ოპოზიციამაც იტრიალოს მათ გარშემო, ან არ იტრიალოს, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის – „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი მათი განაყოფი „წითელი ხაზია“